Warning საიტზე მიმდინარეობს განახლება, ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!
ყველა პროდუქტი
×
    0
    0

    წესები და პირობები

    წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს „1პლიუს1“ - ს (შემდგომში „კომპანია“ ან chvenebi.ge) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ chvenebi.ge ვებ-გვერდის გამოყენებას.

    საიტზე დარეგისტრირებით და/ან კომპანიის მომსახურების გამოყენებით და/ან „ვეთანხმები პირობებს“ (ან ნებისმიერი სხვა ფორმულირების) მონიშვნით თქვენ თანხმობას აცხადებთ წინამდებარე წესების სრულად და უპირობოდ დაცვაზე. აღნიშნული წესები ხდება თქვენსა და კომპანიას შორის ურთიერთობის ფარგლებში სავალდებულოდ გათვალისწინებული და ენიჭება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იურიდიული მნიშვნელობა. თქვენს მიერ გაცემულ და ჩვენ მიერ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით არსებულ პროცესთან და მის წესებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით უსაფრთხოების პოლიტიკას.

    ნივთის დაბრუნების პროცესთან და მის წესებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ნივთის გარანტია, გადაცვლა, დაბრუნების პოლიტიკას. პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის და ნივთის დაბრუნების პოლიტიკის მარეგულირებელი დოკუმენტები ამ წესებისა და მხარეთა შორის გარიგების განუყოფელი ნაწილია და მინიჭებული აქვს იდენტური სამართლებრივი სტატუსი.